↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

როინ აბუსელიძეს

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

2026-07-181 წთ საკითხავი2891 ნახვა

—
დრო გადის, თუმცა დგახარ ისევ რიცხვში - მხოლობით,ცდილობ, სიტყვებთან გამონახო მცირე საერთო;არც გიკვირს, ასე უსამშობლოდ როგორ ვცხოვრობდითსაქართველო და ქართველები - უერთმანეთოდ...
ახლა კი ვხედავთ, ჩვენივ მიწას ორად გაყოფილს,-ვამბობ: ქართველის ძარღვში სისხლი როგორ შენელდეს,როცა სამშობლო აღარ დაგვრჩა ჩვენთვის სამყოფი,სადაც შვილები საკუთარ ბედს აიშენებენ!
და მიაქვთ მიწა, რასაც სისხლით მოვიპოვებდითოდესღაც. დღეს კი ჩვენს სატკივარს ტირის ბუნება...არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს პოეტი,რომელიც ქვეყნის ასეთ სვე-ბედს შეეგუება!!!
ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი): სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი