პოეზია · ლირიკა
*** "ფოთოლი იგრძნობს ყველაზე ადრე"
ფოთოლი იგრძნობს ყველაზე ადრე,დაეუფლებატოტებს თანდათან,ჟრუანტელივით დაუვლის ჭადრებსდა ფესვებამდე ცივად გაატანს.გვიან იგრძნობენ რკინის ბოძებიც,მიეძალება ფერმკრთალ ვიტრინებს,ღიად დარჩენილ ფანჯრებს მოძებნის,მერესიმღერის ხმაზე იტირებს.დაუბრუნდება ისევქალბატონჩინარებს,როგორც სიყრმის სათავეს,და... როცა ქარი უნდა დახატონ,ტოტებგადახრილ ხეებს ხატავენ.