პოეზია · ლირიკა
*** "ჩვეულებრივად"
ჩვეულებრივად,სუფრაზე მარილსმაშინ ამჩნევენ,როცა არ არის.ხიდზე ათასი გამვლელი მიდის,მაგრამ არავის არ ახსოვს ხიდი.ის კი არა და, –წყალსა და ჰაერსმხოლოდ იქ გრძნობენ,სადაც არ არის...ადამიანიც არსებობს ერთი,ის არის ჩვენთან,ის არის ჩვენთვისჰაერი,წყალი,მარილი,ხიდი,და უფრო მეტიც,და უფრო დიდიც, _ჩვენ კი ვერ ვამჩნევთ,სანამ ანაზდადარ ავტირდებითძვირფას საფლავთან.