პოეზია · ლირიკა
„შედევრი“
(სალაღობო)ოცდაათი წელია, შედევრს ვეთამაშები:უკარება ლამაზმანს მახარებენ მაშვლები.მამშვიდებენ აბები რომელიღაც მიცინის,ხოლო თითქმის შედევრი - შედევრივით მიცინის.სარკით მეთამაშება: თითქოს ათინათია,ერთხელ ვერ მოვიხელთე: ვიდრე დავწერ, ნაღდია.ეგ ისეთი ჩიტი ჩანს, თვალებს ისე აკვნესებს,არც ბედნიერს მაღირსებს ალბათ - გამონაკლისებს.მაინც ვცდილობ, საკუთარ ნახტომს გადავაჭარბო,თმცა მებაზრებიან: სულ ამაოდ ვაჭრობო.მაინც ვცდილობ, ბადიშთა ბადიშს გამოვეცხადო,დღესაც არ გამიმართლა, ხვალაც უნდა ვეცადო.მაინც ვეთამაშები: იქნებ ბადეს ამოყვეს,იქნებ სულაც შემთხვევით შევაყარო ამ ოხერს!..ჩუმად, თვითნ ოხერო! ნუ შეგვჭამე ოცნებით:როდის იყო, ტიალო, შედევრს წერდნენ ცოცხლები?!... ფარ-ხმალს მაინც ნუ დაყრი:შენ ხარ ჯავახელი დაშედევრს შენი ხელიდან ელის ძველი ელიტა!1997