პოეზია · ლირიკა
* * * "არ მიყვარს კაცი, რომელიც"
არ მიყვარს კაცი, რომელიც ფულის ჭკუაზე დადის,არადა - ფული ყოველთვის თავის ჭკუაზე მატარებს,ლარებზე დავახურდავე ასი დოლარის დარდი,ვერ მიშველა და წყეული ცხარე ცრემლებით მატირებს.ერთის და არა ერთ-ერთის, ათის და არა ათ-ათისმჯერა და მეარშიყება ჯადოსანი და ჯადო:დაუცხრომელი მეძავი ხელიდან ხელში გადადის,დიდხანს არ გაგიჩერდება, რაც უნდა შეეცადო:ვხარჯავ - ვარსებობ - ვხარჯავ და მამშვიდებს დოლის დოლურიდა მირჩევნია ნახევრის ნახევარს - სანახევრო,რაღას მიქვია ლარი და რაღას მიქვია დოლარი,როდესაც მთელი ევროპა ლამის წაიღოს ევრომ.ბანკირმა წაიბანკირა, არტისტმა წაიარტისტა,თავსა სდებს ოსტატობაზე - აშკარა დიდოსტატი,არ მიყვარს კაცი, რომელიც ევროს ჭკუაზე დადის დაქვეყანა მიყვარს, რომელიც ლარის ჭკუაზე დადის.