↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "უცებ შედედდა საცობი"

ჯავახაძე ვახტანგ

2002-07-171 წთ საკითხავი16723 ნახვა

—
უცებ შედედდა საცობი, მოულოდნელი საცობი,
ყოველთვის მოულოდნელი და ძნელად გამოსაცნობი.ამაოდ უტევს ფერადებს შენი „ოპელის“ გიშერი,ახლა სიგნალი კი არა, სირენაც ვეღარ გიშველის.სად დაიკარგა პატრული? წამალი მაინც გეყიდა?!რა ძალით შემოეტენე, შეიძლებოდა ფეხითაც.მიზეზს ამაოდ დაეძებ – უჩინოსა და უჩინარს,შეიძლებოდა ხვალაც და შეიძლებოდა გუშინაც.ალბათ, ცხოვრებაც ესაა, თუკი არ შეიცვლებოდა,ასედაც შეიძლება და ისედაც შეიძლებოდა.ალბათ საცობიც გვამზადებს ყინულზე გასაცურებლად,გამწყრალი მამაკაცები მონათლა ვაჟკაცუნებად.რა სამიტინგე მასალა ცდება?! – მიდი და გარისკე!ვეღარ ვეტევით, ბატონო, თუ არ მოვკურცხლეთმთვარისკენ.მე მინდა, გავესაუბრო კანონის მოდარაჯეს დავუსაყვედურო: ვინ დასვა მატრიარქატი საჭესთან?ამბობენ: ვერვინ დაიხსნის ავტომობილის მონასო,შეხედე: როგორ უხდება ჯიპი ერკეთის მონაზონს!
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი