პოეზია · ლირიკა
მხატვარი იდა თვარაძე
რაც უფრო ემატება წლები,მით უფრო ენატრება დედა,რომელიც მოუკვდადა ახლა დროს აღარ ემორჩილება...და დედა დიდდება მდინარესავით, ზღვასავით, ცასავითდა უკვე ყველაფერია მის ნახატებზე -იგი ძროხაა - სამყაროსხელა,ფაფუკი, ფერადი,მთვარესავით მოხრილი წევს და მის ვეება ძუძუებშორისნამდვილი სავანეაულევი სითბოთი სავსე და ყველა დაეტევა იქ,დედა - სახლია, რომელიც თბილ ქუდს ჰგავს,ფერადს და ჯადოსნურს,დედა - სახლია, რომელიც სახეს ჰგავს: ფანჯრები - თვალები,პირი - კარები, სახურავი - თავი;სადაც ვერავინ შევა შემაშინებელი,დედა - მთვარეა, ჭრელი თვალები უცინის სავსე სახეზე,დედა დედაა - მთვარესავით სახითდა ზედ ლურჯი ჭებივით თვალებითდა შალი გადაუკიდია მკლავზეასაკში შემავალი შვილისთვის...და ყველა საგანი ხელს ჰკიდებს დასუსტებულიდა თვარაძესდა დედასთან მიჰყავს...მისი გული ორჯერ გაიჭრა,რადგან ძალიან უჭირდა ფეთქვა,ახლა ექიმებმა თქვეს: მესამე ოპერაციაც გარდუვალიაო,და ეხვეწება იდა თვარაძე თავის მკვდარ დედას -გამოუგზავნოს ფული, საღებავები, შეშა და კულტურის მინისტრი,რომელიც დაჰპირდა ამდენი ხანიაცივი სახლიდან თბილ სახლში გადაგიყვანთო...აი, რამდენ რამეს ევედრება იდა თვარაძეთავის მკვდარ, ადიდებულ დედას,რომელიც უკვე ყველაფერია მის ნახატებზე:სახლი, ძროხა, თაიგული, მდინარე,მთვარე და ლურჯმწვანეთვალება ღვთაება...