↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასმათ ფიცხელაურ-ფარჯიანს

გელაშვილი ნაირა

2009-08-124 წთ საკითხავი3265 ნახვა

—
დენში შეერთებულიმაგნოლიის ყვავილი.მოთაფლისსანთლისფრო ფურცლების ჯამი -გულამოვსებული დიდთავა, ყვითელი მტვრიანებით...მელანქოლიისა და საიქიოს სურნელი...მწვანე და მკვრივი ფოთლების მიუხედავად.
წყალზე მიცურავს.წყალქვეშ გაუშლია ფესვების ბადე - თმასავით.ბადეში თევზი წევს - დიდი თვალებითაჰყურებს ყვავილის მიმცურავ ჩრდილს,ყვავილი კი - მიმავალ ღრუბლებს,რომელთა ჩრდილებიც წყალს მაშინ აჩნდება,როდესაც მზეა...
დაბადების დღე - 29 თებერვალი.ოთხ წელიწადში სამჯერ ქრება:ამ დროს თევზებიადრე გადადიან მარტის წყლებში.
ხელების ნელი მოძრაობანი.დუმილი სიტყვებს შორის.განაბული მუდამ შინაგანად.მიყურადებული.და მწვანე თვალებიბოდიშს უხდიან ცხოვრებას,რომ ძალიან ხშირად გარბიან მისგანიქ, სადაც ეს ცხოვრება არ არის.
კახეთის პატარა, გარიყული სოფლის სასაფლაო.ჰაეროვანი ვაშლის ხეები.რომელთა წვრილწითელ ნაყოფსაც არავინ იგემებს -პატარა ედემს ჰგავს - შუაში წერწეტა ძველი საყდარი.აქ მამა მარხია.
სოფელ დიღმის ძველი და მჭიდრო სასაფლაო.აქ ქმარი მარხია - მხატვარი ირაკლი ფარჯიანი.
მისი ნახატებით პირთამდე სავსე პატარა ბინა -ქალაქს თავზე რომ გადმოჰყურებს.სურათები კედლებზე.სურათები პირით კედლებისკენ, ძირს დაწყობილი.არ არის ადგილი ირაკლი ფარჯიანის ნახატებისთვის.და მონარინჯისფრო, მორძისფრო ბავშვებივით მარიამები,ყვავილს იღებენ შეუვალი ანგელოზისგან -პატარა, არნახულ ყვავილსდა ჯვარცმულის ეთერული სხეულიფარავს მიუვალ ზეცას...და ფერდებდაბერილი, აღუნული ნავები ნაპირთან -დაბრუნებულნი თუ გასამგზავრებლად გამზადებულნი,და არაამქვეყნიური, შემაშფოთებელი თაიგულებიდა პატარაოწინარიანი პატარა ჭები,ბავშვის სათამაშოს რომ ჰგვანან და მუდამ შორიდან მოსჩანან -სავსენი მიწისქვეშა, ცივი, შორი წყლით...წყლით, რომელსაც ვერ მოიშინაურებ...
ათი წელი ერთად: მიწაზე.ცოლის ხელები: ამზადებენ საკვებს და წამლებს,წამლებს, წამლებს, წამლებს,ვედრების თანხლებით ღმერთის, ბალახებისა და ექიმებისადმი...
გულის წვრთნა:"აიტანე შიში და დამალე შიში".სიყვარულის ციხე-სიმაგრე.სიკვდილი კართან ება: დარაჯობდა,რომ ძალიან ბევრი ცხოვრება არ შეჭრილიყო შიგნით,რადგან მხატვარს სწყუროდა ბევრი ცხოვრება,ხატვას კი - მთელი მხატვარი.ცოლის მწვანე თვალები სიკვდილს დარაჯობდნენ.ათი წელი აბამდნენ: კართან.ვიდრე თვითონ ქვეყანა არ დაიმსხვრა და მასთან ერთად კარიცდა მომაკვდავი მხატვარი ფანჯრიდან გაჰყურებდაბოლსა და ცეცხლსდა იცოდა: იწვოდა "მხატვრის სახლი" ქალაქის გულში1991 წლის შობასდა ტორტმანებდა ჯვარცმულის სხეული კედელზე დაქალაქის თავზე...ბრიალებდნენ შემაშინებელი თაიგულები კედლებზე ცეცხლებივით...და ფერდებდაბერილი ნავი ნაპირს მოსცილდა...
გულის დრო რა დროა?სივრცე უფროა.და ერთადაა იქ ყველაფერი:პირველი შემოხედვა, ბოლო შემოხედვა,ნათქვამი სიტყვები, ართქმული სიტყვები,ყოფნა და არყოფნა...
და ათზე მეტი წელიწადიწვრთნა გულისა:„აღსდექი მკვდრეთითყოველ დილით,გადაიფერთხე ნაცარიდა სთქვი:მზად ვარ, დღეო,ულმობელო,შენს მისაღებად".
შვილი გაიზარდა...შვილიშვილი იზრდება...სიყვარული მატულობს...შიში მოშინაურდა...ძალა მიდის და მოდის...
არაფერი არ ითარგმნება.გული არ ითარგმნება,დრო არ ითარგმნება,ყველაზე უთარგმნელი კი - საუბრებიამკვდარ ქმართან:სიზმრით დაბურული და ელვისებრ ცხადი,ენით აღუწერლად ნაზი და შეუვალი:„იყავი უჩემოდ. უჩემოდ არა ხარ.იყავი შენ თვითონ"...
და ითარგმნება სტრიქონები გერმანულიდან,სტრიქონები - გაბმული ნერვებიმიწიდან _ ცამდე,და თარგმანი გამოსცემსსმენადქცეულის ფაქიზ ქცევასსიტყვების სახლში.„იყავი უჩემოდ. უჩემოდ არა ხარ.იყავი შენ თვითონ".
დენში შეერთებულიყვავილი იმ ბაღის,ცისა და მიწის საზღვარზე რომ ყვავის.ყოველღამ უცხო წყალს სვამსპატარა ჭიდან,მუდამ შორს რომ მოჩანს მკვდარი ქმრის ნახატებზე.ვარსკვლავი ცახცახებს ჭაში...
გელაშვილი ნაირა

გელაშვილი ნაირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი