↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს დღე

გელაშვილი ნაირა

2013-05-121 წთ საკითხავი3272 ნახვა

—
აი, დღე სრულყოფილი _
თბილი ოქროცურვილი,
31 ოქტომბერს დავიხსომებ ასეთს:
ნელი რხევა ჰამაკში,
თვალის სხივთან თამაში,
მზის ფოთლებში გავლა...
სადღაც შუქში ბრწყინდება,
მიჩნდება და მიქრება
ოქროსფერი თავლა...
ხის წვერს სამი ყვითელი
შერჩენია ფოთოლი
და ირწევა ცაში,
გულის ნათელს ვერა რევს,
მზენარევი, მთვლემარე
ნაღველის მარმაში...
გარდასული წვიმებით
ნახარები ბალახი
გარეშემო ბრწყინავს,
გეახლები, გშორდები,
გეახლები, გშორდები,
ყველაფერო, მგონი ვარ
შენი ჩუმი ბინა...
სიმშვიდეა რა სრული,
სული ალბათ ზრდასრული,
ძილი და არაძილი
გადაბმულია რულით...
გელაშვილი ნაირა

გელაშვილი ნაირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი