↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სად ელლინელთა მთაა

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-132 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
სად ელლინელთა მთაა - გიმმეტი -მთიდან რომ მოსჩანს ძველი ათინა -ფალერის ყურეს - როგორც იმედი,ჰანგმა მდინარე შემოადინა.მდინარის პირად საკურთხეველიბორეის მშვიდის - მოსჩანდა თეთრად.იდგა მუზების შეურხეველისავანე, იდგა თეთრი დემეტრა.მუზებს სავანე ის ეფერება,მდინარის პირად ჰყვავის ალოე,იყო ისეთი იმ ხნის ჟღერება,ის სირთულე და სიუბრალოე.რადგან მდინარეს ერქვა ილლისი -მუზებს ეძახდნენ ილისიადებს,ზღვისპირად ჩანგი უმახვილესიჟღერდა ელლინელთ სხვა სიდიადეს.მაგრამ დრო, რამაც გაამნათობადა დაათოვა ბრმა ძლიერება,ბრმა უმართლობა და ძალადობა,სიხარბე, მანკი, ბიწიერებაანებივრებდა დიდ ფუფუნებითდა აბრუნებდა დარბაზთ ზნეობას,აქ ძველი ზარი უსალბუნებდადა გუგუნებდა პირმოთნეობას.და მონას, ვისაც ამწუხარებდაჩაგრულ მხარეთა მძიმე შრომის გზა,გაზაფხულის მზე არ ახარებდა,არ ახარებდა არც ზაფხულის ცა.თუ ხეთ სიგრილეს გადაჩვეული,გარსმოხვეული ნისლთა ობობით,ხალხი, უხეში ძალით ძლეული,დაცრილი იდგა შემოდგომობით;თუ ვერ აჩენდა სითბო-სიმშვიდესზამთარი ცივი, ზამთარი ავი,თუ გადაცქერდა კიდითი-კიდესშავ უბედობის ვარსკვლავი შავი -დადგა დრო და ის ზვავიც აზვინდაგრძნობათა წმინდა ცეცხლის ფარულის,ცაზე ვარსკვლავი უნდა გაბრწყინდეს,შუქი გაბრწყინდეს დიდ სიხარულის,გაიფრიალე, დროშავ ერთგულო,გაიფრიალე ღელვით ნაფერით.სამშობლოს ეძებ შენ, ხალხის გულო,სამშობლოსათვის გსურს ყველაფერი.გსურს სხვა მოსავლის ზღვა მოაქუჩო,გინდა სხვა ქურა ააკანკალო,ის შენ დაგეძებს, მძლავრო ჩაქუჩო,ის შენ გეძახის, ბასრო ნამგალო!ოქროს თავთავი აართვას სამკალსდა სამკაულთა დასწნას გვირგვინი,რომ ის დაადგას საბერძნეთს ლამაზს,რომ გზა შეემკოს ნათელი ბრწყინვით,აქოს, ადიდოს ბედნიერებისსხივებისათვის ქმნილი კანდელი,ყველა ჩანგები მასთან იჟღერებს,მასთან იმღერებს დღე დღევანდელი.გდევდეს ახალი ამეტყველება,როდესაც ფრთებით ცად შევარდები,უკვდავ არიან შენი მცველები,შენი გმირები და შევარდნები.შემსრულებელი მსუსხავ რისხვის ჟამსუდიადესი და საღვთო ვალის,ჟამს ანგარიშის გასწორებისას -ჯარი მომსპობი ყველა მტარვალის,ჯარი დუშმანით არკმაყოფილი,მტრის ულმობელი, ძმასთან კეთილი,თავისუფლების მცველად შობილი,ხალხის წიაღით გამობრძმედილი,წინ მიისწრაფვის ასე ნაზარდი,უფლებისათვის ომში წრთობილი,მტკიცეა მისი ფარ-მუზარადი,მიზანი მისი - კეთილშობილი.
1939
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი