↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ვილაპარაკოთ სიყვარულზე

წიკლაური მარიამ

2026-07-182 წთ საკითხავი2747 ნახვა

—
- ვილაპარაკოთ სიყვარულზე?- ვილაპარაკოთ!სანამ მოსულა,თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.პეპლების ფრთები გვეგონება აბრეშუმის ფართე სახელო,ისე დავიქნევთ, როგორც ქარი ყაყაჩოს ფურცელსდა გავშიშვლდებით .ან, ოკეანე რომ დაიქნევს თოლიების თეთრ მარაოებსდა სანაპიროს პერანგს გაიხდის.ან სულაც, როგორც ცას დაიქნევენ წეროებიდა დასცვივდებათ ფრთის ძირიდან თითო ბუმბული,მე რომ ვიპოვი, და მის წვერზე შევახვევ ლექსებს,რომ მზად მქონდეს სიყვარულის მოსვლისას, უკვე,თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.სანამ თმიდან ცისარტყელებს ჩამოვიხსნიდეთ,სანამ ვარდისფრად ალუბლების ყვავილობას მოვისვირინგებთ,სად გვეცლება სალაპარაკოდ.ჩვენ ხომ სიჩუმის ჩაის ვაყენებთ,ისე აგვდის ოხშივარი მწვანე მინდვრების,ნისლში ჩაწოლილ მეფესაც კი,მზე ესიზმრება,ჩვენს ტუჩებზე წითლად ჩასული.ვილაპარაკოთ სიყვარულზე,ვილაპარაკოთ, სანამ მოსულა,თორემ მერე რაღას მოვიცლით სიყვარულის მაიკოები.ყველა ტაძარი უნდა გავაღოთ,ყველა გალობა შევსვათ ყლუპებით,ყველა ფანარიც ასანთებია,სანამ ის მოვა! თუმც, წესად არ აქვს, არასდროს, მოსვლა.ეს არმოსვლაა სიყვარულის სულთმოფენობა,და ჩვენც, ლექსების საკურთხებს რომ ვწერთ,სიზმრის სარკმლიდან ბილიკებს ვმწყემსავთ,აყვავებულ წყლის წვეთებს ვმალავთ,მხოლოდ იმიტომ,რომ არასოდეს მოვიცალოთ სალაპარაკოდსიყვარულის მაიკოებმადა მდუმარების ლოტოსები გავშალოთ თეთრად...ზღვები ღელავენ,ქარები ქრიან,ალუბლები ყვავილობენდა წეროები ცას აცეკვებენმის მოლოდინში.-ვილაპარაკოთ სიყვარულზე?-ვილაპარაკოთ. ან ვის უკითხავს, შიძლებაო?

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი