↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედაციცინათელა

წიკლაური მარიამ

2026-07-181 წთ საკითხავი2748 ნახვა

—
`სინათლის დედა~ დამაქვს მუცლით დასკნელის ჭერხოზე დავალ კარდაკარ.ღამე კი არა, ათასწლეულიცჩემს სიფრიფანა ფრთებზე გადატყდა.ან შარავანდედს მე რას ვზიდავდი,უფალი ირჩევს ნათლისთვის შუბლებს.სიტყვის ბალახში დავღოღავ მღილი,სკნელებს ციმციმით პერანგებს ვუბნევ.ღამეულ მინდვრებს ისე ვუხდები,თითქოს ცას ვმღერდე, ვარსკვლავქარიანს,როგორც ქადაგის დაყურსულ ფიქრში,ჩემშიც საუფლო ნათლის კვალია.მე ვარ, მე... დედაციცინათელა.ტანის აზიდვა მიჭირს მიწიდან,სინათლის ფესვი გავიდგი ბნელში.სიხარული რომ ფრთიდან მიცვივა,ნათლის ცვარ-ნამად ვაქუჩებ აქვე,რომ ცას ემსგავსოს მიწაც, ღამეში,მე და სიბნელე ერთმანეთს ვშვენით,როგორც – ენქიდუ და გილგამეში.სხივის სკვნილივით ვკიდივარ მთვარეს,სიჩუმის ქნარზე სიმს ვარხევ, ნათლის,ღამე რომ ცისკრად იძვრება ხოლმე,ერთ მზის სალამურს ჩემგანაც გათლისდა შეეხება, ვით პირველ საკრავს _სიკვდილს! კენწერო დრიკონ კედრებმა...ეს ღამეც, ვით სხვა ღამე ათასი,თენდება, კვდება, ისევ თენდება...ბალახის ნიკბზე მიცდება ფეხი,ბალახიც სინას მთა არის ჩემთვის.მე ცეცხლის ერთი კურცხალი დამაქვს,ეზოს ბოლოშიც მიპოვის ღმერთი.

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი