↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დასაწყისი

წიკლაური მარიამ

2011-08-122 წთ საკითხავი2750 ნახვა

—
რადგან არ ვიცით, თუ როგორი იქნება ბოლო,სჯობს დასაწყისი იქცეს ზეიმად,დასაწყისი არაფრობისა!
თორემ ბოლოსკენმარადისად გიმწუხარებენ ჩემი ფიქრის კვიპაროსები.
ვერც რტოებზე ქარებს შევიბამთ,ვერც ნატვრის ხის ფერადი ხორკლი დაგვეყრებაჭრელი გირჩივით.
ვერც ჩემ კოცნებს ჩამოიმარცვლავსშენი თვალების კრიალოსანი.
ჩვენ ვიქნებით ჭაობებიდან თავაღერილი ევკალიპტები.ჩვენ სიმაღლეს შეფარებული პაწია ჩიტი როცა ფრთას გაშლის,გვეგონება გულში გავივლეთ ერთმანეთიო.
ვიქნებით ასე, უდაბნოს ლურჯი აქლემებივით,სხეულის კუზი რომ აზით სულზედა იების ლურჯი ნაცარი გვეყრება ნავლად,როცა თოვლის გულისპირსაც გაგვიქექავენ.
იქნებ სიყვარულს ჩავუდგეთ კვალში?!სიყვარული იმიტომაა ასეთი გამძლე,რომ სალოსივით თავის ჭკუით დააბოტებს მარტოობაშიდა არავინ, სულ არავინ სჭირდბა ქვეყნად!მე კი ვერასდროს დავისიზმრე ეგ სიმარტოვე.
სულ მინდოდა გუბესავით ჩადგომა შენშირომ ჩემი თვალით გეყურებინა სამყაროსათვის,რომ ჩემი პეშვით აგეკრიფა წვიმის წვეთები.
მე მინდოდა ჩადგომა შენშიხავსის კაბებით და შიშველი ცივი ტერფებით,ფრჩხილებზე რომ არასოდეს წაუსვამთ ლაქი,არ უვლიათ განგის ნაპირზე,არც გოლგოთაზე,არც ნილოსის წყლით უბანიათ უდაბნოს მტვერი.
მე მინდოდა შენში ყოფნა, როგორც ქვაბულში,მარტოდმარტოს,როგორც ბერი ემალება ხალხს და ცდუნებას.
ახლა ისღა დამრჩენია, არ დაველოდო დასასრულსდა ისე დავიწყო,ზეიმივით,თითქოს არც კი მიცხოვრია და ვერცა ვხვდები,რატომ იციან გადადება დღესასწაულისსულ ბოლო დღისთვის?!
ან სულ ბოლოდან დავიწყოთ ის, რაც,დასაწყისად უკვე არც ვარგა.
ვიზეიმოთ მარტოსულობა,ერთმანეთი ვიზეიმოთ უერთმანეთოდ!

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი