პოეზია · ლირიკა
ბრალი რა მედო ეგეთი
სულში _ სიცოცხლე,გულში _ შენ,თვალებში _ ცა არ მეტია,რაგინდ ფრთა შალოს ოცნებამ,ცხადი ცხრა მტკავლით მეტია.ეჰ, ჩემო ბედის პეპელავ,მაინც საიდან სად გდიე,ჩემი სახელის შროშანზეერთი ღამეც არ ათიე...შენთვის რომ ნამს ვინახავდი,სხვისთვის ცრემლებად ვანთხიე,ბრალი რა მედო ეგეთი,წამს საუკუნოდ გავდიე,სულში _ სიცოცხლე,გულში _ შენ,თვალებში _ ცა ვერ ჩავტიე.