პოეზია · ლირიკა
*** "როგორც ჭლექიან ფილტვებს ჟანგბადი"
როგორც ჭლექიან ფილტვებს ჟანგბადიანდა გარიყულ კალამს წყლის წვეთი, _ისე მწყურია მე შენით სუნთქვა,ისე მსურს შენი თმების სურნელი.რა უცნაურად გაქრა ზაფხული,როგორ უეცრად მოდგა ზამთარი.ვეღარ გითხარი სიტყვა აქამდე,როგორც ბალახი ცამდე მართალი.ვიცი რომ ძლიერ მომენატრები,მომენატრები _ ბოლო სასჯელი;როგორც უდაბნოს წვიმებით თრობაანდა მეზღვაურს _ მიწის ნაგლეჯი.