პოეზია · ლირიკა
*** "კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრის"
კვლავ ახმაურდნენ დღეები ზამთრისჩემი წარსულის გადაფარებით.და მარტოობას სიმძიმეს ართმევსლექსი და ღვინო ძველი თასებით.მოგონებათა წამი ელვარებს,ჩაუმქრალ ალებს გული ადნება.გაუტაციათ მოწყენილ ქარებსუნაზეს ფიფქთა გირლიანდები.და მაინც შორი დარჩეს არ მჯერაგანაწყენებულ ბაგის სიმთვრალე,თქვენ მართალი ხართ, მაგრამ ამჯერადნუ შემახსენებთ ამგვარ სიმართლეს.