პოეზია · ლირიკა
*** "მწყურვალს წყარო დამეკარგა"
მოწყალების კაროუნდა მოგეკაროდ. გურამიშვილიმწყურვალს წყარო დამეკარგა,სული დაჭკნა, ხორცი ლაღობს.ცოდვის მორევს შევერიე,მოვწყდი ედემ-საბაღნაროს.უღრან ბნელში ვიარები,ვერ ვჭვრეტ ნათლის ბაირაღებს,რომელიც ხარ ცათა შინა,მოწყალების კარი აღე.დავგმე მიწიური ზეცა,თალხი მივაფინე თაღებს.რომელიც ხარ ცათა შინა,რომელიც ხარ ცათა შინა,რომელიც ხარ ცათა შინა,შენსკენ მოვალ, კარი აღე.