↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ავტომანქანა

წიკლაური მარიამ

2026-07-181 წთ საკითხავი2753 ნახვა

—
ჩემი ავტომანქანა
დავქოქე და გაქანდა.
პი-პი! მიჰქრის გზაზე
ასჯერ სწრაფად სხვაზე.
ეშინია ბარბის:
_ რა გიჟივით გარბის!
გადაკვეთა ქუჩა,
მოედანი, სკვერი,
გადააგდო გზიდან
ურიკა და ცხენი.
მუხრუჭები არ აქვს,
გარბის, ჰერი, ჰერი!
აადინა მტვერი
კუთხესა და კუნჭულს,
ფრთა მოტეხა ლამის
ბატის ყვითელ ჭუჭულს.
შუქნიშანი ბრაზობს:
_ რად არ იცავ წესრიგს?წითელს ვანთებ_ სდექ, სდექ,შენ მაინც არ გესმის.
ქვეითი და მგზავრი,
შეაშინა ყველა,
ბარბი ისევ ყვირის
_ ნელა, ნელა, ნელა!
დავუძახოთ პატრულს,
გააჩერებს ხელად!დათუნია ბღავის:ვაი, თავი, თავი!დაეჯახა ვაგონს. _პასუხი ვინ აგოს?_ ვინ და მძღოლმა!– ბრაზობს დამსხვრეული ავტო:აღარ ვეთამაშები
უწესრიგო პატრონს.

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი