პოეზია · ლირიკა
ან რად მინდოდა
დილაადრიან მოაკითხავენშენი ჩიტები ჩემს მონატრებებს.აჭიკჭიკდება ბაღი, დაღლილი,გადაიზნიქავს წელს სიმარტოვე.გადაიყოლებს ჩემი სიზმარიცდღის მირაჟისკენ ღამის კენწეროს.ესეც ბედია, მთელი სიცოცხლერომ სიყვარულის ნატვრა გეწეროს.ქარის ექოში შენს ხმას დავეძებგაფაციცებით. . . ყველას ვაჩუმებ.გამოგვაკერეს ავგაროზივითჩვენ ერთმანეთის სიზმრის სარჩულებს.აღარც ვაჩნივარ ცხადის ქალაქებს,როგორც დღეს _ თეთრი მთვარის ფრანები.სიყვარულს თავიც კი მოვაბეზრებედნიერების გადაბრალებით.ან რად მინდოდა, ოდესღაც ღვთისგანსიხარულივით რომ ვინათხოვრეყველაზე დიდი და სევდიანიუსიყვარულო ცის სიმარტოვე.