პოეზია · ლირიკა
ვაჟა-ფშაველას
დაკრძალვიდან 20 წლის შემდეგვაჟას ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდაზე.ნეტავი იმას, ვინც შენინაცვამი მიწა მოირგო.ვინც საიქიო ქორწილშიშენი საფლავით მოირთო.შენი ნამყოფი სამარე,ვინძლო, საყდრადაც იგულა,შენზედ ნამთხვევი შავმიწითბნელეთი მოიმზიგულა.ალბათ, სიცოცხლემოხდილისიკვდილმა სათნოდ დაინდო,შენზე ნატოლი ბელტებიგულზე ხატივით დაიდო.ხომ იმავ დღეს მოკვდებოდა,რომ მისცემოდა ნიშნადა,ვის საბრძანებელ საფლავშიელოდა ჩაშლა ქვიშადა.იქნებ, ვერც მიხვდა, იმ ხნარცვშივისი სულის მზე ესვენა,იქნებ სიკვდილი, ბედნიერს