↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თოვლით გამოლოცვა

წიკლაური მარიამ

2026-07-181 წთ საკითხავი2750 ნახვა

—
შობამდე შორია… მაცალე,თოვლით გამოლოცვას გასწავლი.მერე რა, ბერდედა რომ არ ვარ,არც შენად თავმკვდარი წაწალი.ოღონდ, სათიბებში, იცოდე,სისხლი გაუშრება ყაყაჩოს,სულის დაწრეტილი მდინარეცცრემლის ზვირთებისგან დაგვახრჩობს.მწუხრსაც შეუშრება, ჩვენსავით,მკერდზე ცეცხლისფერი მზის ცვარი,ტუჩიდან გაქრება ნაცნობიგემო – კოცნისაგან მიმწვარის.თოვლით გამოლოცვას გასწავლი,ძმებად გავეფიცოთ ლოლუებს,ჩვენი სიყვარული, იცოდე,უკნასკნელი და ბოლოა.მერე რა, თუ თოვლი უთეთრესვნებებს კოცონივით გვიკიდებს.\"არ მიყვარს! არ მიყვარს! არ მიყვარს!\" _შენც გაიმეორე იგივე.მერე ფიფქებივით ჩავადნეთჩვენი გულის მზეებს ხელებში,ვით ნისლს შეასხეპენ მზერაზე,ჩაჩეხილ მთამსვლელებს, ხევები.შობამდე შორია.… მარტში კი,იქნება სიცოცხლე პირიქით _უფალი სათიბში გვირილადმომიყვანს ქვესკნელის პილიგრიმს.გულიც გამისკდება, შენს ცელზესათივე ღერად რომ შერჩებაამდენი უშენო სიზმრის დაუშენო სიკვდილის შეჩვევა.

წიკლაური მარიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი