↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

2011-09-131 წთ საკითხავი95282 ნახვა

—
სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი,მჭლე გლეხობა, ფიორდები.ისევ დავფიქრდები ხოლმე:ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები.
იქ თვლა არ აქვთ ამანათებს,სიუხვეა და სიმღერაცკოლმეურნის ოჯახს მატებსსიხალისეს ფერად-ფერადს.
სხვათა მოჯამაგირობითრომ სწყევლიდა ბედისწერას,თავისუფალს, თავის შრომითბედს აწვდიან ფერად-ფერადს.
მშრომელს საბჭოთ ქვეყანაშივერ დააკლებს მტერი ვერას,ათასობით ითვლის სახლშიგამარჯვებებს ფერად-ფერადს.
სიხარულით იწყავს ხორბალს,გოგრებს, მწვანილს და ჩხავერას,ატრიალებს ღერძი ბორბალსმხიარულს და ფერად-ფერადს.
დრო მიდამოს აკამკამებს,შეძლებული სხივით ფერავსპიანინოს, ფარდებს, დგამებსდა ხალიჩებს ფერად-ფერადს.
და ითვლიან აწ თვითეულს,როგორც ნანატრ რამე ბგერას,დღეებს, როგორც ამ ჩითეულს,საამურს და ფერად-ფერადს!
სადღაც დარჩა, შორს, სტოკჰოლმი,მჭლე გლეხობა, ფიორდები,ისევ დავფიქრდები ხოლმე:ჩემს სამშობლოს ვერ ვშორდები.
1936
გალაკტიონ ტაბიძე

ავტორი

გალაკტიონ ტაბიძე 1891–1959

გალაკტიონ ტაბიძე (* 17 ნოემბერი, 1891, ვანის რაიონის სოფ. ჭყვიში ― † 17 მარტი, 1959, თბილისი), ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სახალხო პოეტი (1933), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), XX საუკუნის ქართული პოეზიის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენელი, ლიტერატურული დაჯგუფების "ცისფერი ყანწები" ერთ-ერთი ლიდერი. პოეტის მამა -…

ყველა ნაწარმოები (1764) →

გალაკტიონ ტაბიძე: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი