პოეზია · ლირიკა
* * * შენ ამ ლექსის დედა ხარ
შენ ამ ლექსის დედა ხარ,მე მამა ვარ ამ ლექსის,გამახარე ხანდა ხანდა დამღალე ალერსით.
რთული არის საწუთრო,რას გაიგებ ბედისას,მენატრები აწ უფრორაც ამბორი მეღირსა.
თუ ვერ შევქმნით ოჯახს დათუ ჯვარსაც ვერ დავიწერთ,მაინც ვრჩები ყოჩაღადარც სიბრალულს არ ვიწვევ.
რადგან მსუბუქ ფლირტითაცჩვენ შვილები გვიჩნდება,მეტს მეც არას ვილტვი რას,დაე, იყოს ღვთის ნება...
ჩვენ საერთო შვილი გვყავსთანაც ეს მერამდენე...ჩემი ხარ და შენი ვარსხვა რას ფიქრობს რა მერე?
შენ ამ ლექსის დედა ხარ,მე მამა ვარ ამ ლექსის.ამ გულს სხვა ვერ შელახავსთუ შენ დამღლი ალერსით...
ნუ გაოცებს რაც გესმისდა ნურც გრძნობებს დამალავ,შენ ხარ დედა ამ ლექსის,მე ამ ლექსის მამა ვარ!