↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ცა პირადულად მევარსკვლავება

ხორბალაძე გიორგი

2015-06-151 წთ საკითხავი968 ნახვა

—
ცა პირადულად მევარსკვლავება,ხვალაც არ ველით წვიმას მეხიანს.ისევ გაშალა ღამემ მკლავები,რომ ძმაბიჭივით გადამეხვიოს...
მე სად ვიხილავ ღამეს მთაწმინდის,რიჟრაჟთან გორის მთვარე შედნება,ეს სილამაზე ნეტავ სად მიდის,ღამით, რომელიც აღარ თენდება?!
ანდა თუ მიდის სადმე საერთოდ?!ეჰ, რას გაუგებ ტიალ საწუთროს..მე შენთან ყოფნას ნეტავ რად ვერ ვთმობ?!და რაც დრო გადის, ვერ გთმობ აწ უფრო..
ანდა რად უნდა ამას მჩხიბავი,ან მკითხაობა ანდა იჭვები,ყოველთვის მწამდი, მუდამ მხიბლავდიდა ახლაც შენი ტრფობით ვიწვები!
ეს არის განძი სწორედ რაც მე მაქვსდა როგორც ყვავი არ გათეთრდება...ეს სიყვარული ყველგან თან მიმაქვს,გათენდება თუ არ გათენდება!

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი