↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * ახლა პოეზია ფიქრებს მოესია

ხორბალაძე გიორგი

2015-06-151 წთ საკითხავი966 ნახვა

—
ახლა პოეზია ფიქრებს მოესია,ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია!ვიდრე მშვიდადა ვარ, მითხარ ხო ესეა?შენს თვალში მოვგევარ მერანს აღვირიანს.
ფიქრებს მოესია, რადგან პოეზია,გაქრა აღვირები ხელსა და თვალს შუა...ყველა კიდობანი განა ნოესია,ან კოჭი როგორც ზის განა სულ ,,ალჩუა”...
არა, ჩემო კარგო სულს რაღაც აფიცხებს,შედეგად ხდება რომ რაღაც შეგეშლება,ამიტომ ვნებები როგორმე ჩამიცხრე,თორემ არც ლექსებს და არც შენ შეგეშვები...
ლექსი ძარღვიანი, სულის საყვირია,სულის უღრანიდან სიოდ მონაბერი,ჩემი ყველა ლექსი წყალში ჩაყრილია,ახლა ცოტა მაინც თუ არ მოგეფერე!

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი