↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შეხედე წლები როგორ გარბიან

ხორბალაძე გიორგი

2010-08-121 წთ საკითხავი1085 ნახვა

—
შეხედე, წლები როგორ გარბიან,ცას შეაბერდა ნორჩი ჭილყვავი.თვალი და გული ისევ ხარბია,არ მოაკლდები შენ,შენს წილ ყვავილს.ნაზ ხელებს უფრო გინაზებს ვარდი,რა შეწყვეტს სულშიგრძნობას შენადენს?და როცა გულშისათუთად ბარდნის,სწრაფად მოვირბენ კვლავაც შენამდე.რომ არ შემცვალე,გმადლობ, უფალო,ისევ ისა ვარ, ვინაც ვიყავი.წლები გარბიან,მაგრამ უბრალოდ,ცას შეაბერდა ნორჩი ჭილყვავი.

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი