პოეზია · ლირიკა
ვაკური ჭლექი
მასპინძელს ყელზე მარგალიტი უკეთია დაგანუწყვეტლივ ახველებს,კედლებზე თაბაშირის ანგელოზები კიდია,ზიხარ და ტკბილეულს მიირთმევ.უკვე იმდენი შესანსლე,გგონია, რომფესვი გაიდგი ამ გაპრანჭულ სახლში,სადაც ერთხელ რატომღაც დასამუდამოდ დაგპატიჟეს.ჰაეროვანი, ინტელექტუალი მასპინძელიმარგალიტის ყელსაბამითმდიდრულად გაწყობილ სახლში მიმოდის და ახველებს,ჭირხლი ფანჯარაზე გახსენებს,თუ როგორი ტანჯვით მოისწრაფვოდიგაყინული გარეუბნიდანმისი თბილი ბუდუარისკენ -ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსისა თუმეტროს გამოცვლით, -მარგალიტის ყელსაბამიანი მასპინძელი კიკვლავაც ახველებს და ფიჭას წუწნის,«ფიჭა ძალიან, ძალიან მიყვარს» -გეუბნება, შუქს აქრობს და მაშხალებს ანთებს -ერთს შენ გაწვდის,მეორეს ხელში თავად იჭერს, -ის უცნაურია,მარგალიტის ყელსაბამი უკეთია,ხშირად ახველებს,მოციგურავესავით დასრიალებსთავის გალაკულ იატაკზე,ზოგჯერ ჰაერშიც შეხტება ხოლმე და დაბზრიალდება -მაშხალები ამ დროს მგზნებარე ნაპერწკლებს ყრიან,მონუსხული უყურებ მის ჯადოქრულ ცეკვას,ის შუქს ანთებს,ცოცხს და აქანდაზს იღებს ხელში დაბალანჩინური მოძრაობებითმონდომებით ხვეტავს ბინას,რათა ახალი სტუმარი მიიღოს და დაიტოვოს,სადღაც რადიოს სულ სხვადასხვა FM-ებივაკურ შელოცვებს ბუტბუტებენ,ის კი ახველებსყელზე შებმული მარგალიტებით,მომაკვდავია (როგორც ყველა ჭლექიანი)და უკვდავია...