პოეზია · ლირიკა
ვერის ბაღის კაფეს ოფიციანტს
შენი ორი წინ გაშვერილი ხელითმოგვიტანე ზაფხულის გრილი მელოდიები,სურნელები,მკაფიო ზმანებები.
შენი ორი წინ გაშვერილი ხელითდაგვაპურე,დაგვამშვიდე.
შენი ორი წინ გაშვერილი ხელითგვითხარი _ «ლამაზი და ამაოა ყველაფერი».
შენი ორი წინ გაშვერილი ხელიმართალია და მოძრაობსმიწის ერთ პატარა მონაკვეთზე,გამიზნულად და სევდიანად.
შენი ორი წინ გაშვერილი ხელიტოლობის ნიშანია,სიცოცხლესა და სიკვდილს შორის დასმული.
და გთხოვ,შენი ორი წინ გაშვერილი ხელიაიშვირე ზემოთდა გვაჩვენე,ვინ არის იქ,ვინც ამ ყველაფერს მართლა გვიგზავნისვერის ბაღის კაფეს ორადგილიან მაგიდასთანმე და ჩემს მეგობარს დღეს,1998 წლის 30 ივლისს, საღამოთი.