↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთს

ხორბალაძე გიორგი

2015-06-151 წთ საკითხავი959 ნახვა

—
შეეშვი ამ ტვინის ჩახვეულ ლაბირინთსარევა აკმარე გონებას, ეყოფა,აბრუებს ეგ ტანი პირდაპირ ბანგივით,კაცები საშენო მზერასაც ვერ ვიყოფთ...
მე უკვე მიყვარხარ საზღვრამდე სიგიჟის,დამითმე მაგ გულის სულ ერთი კუთხე დაგულს გარეთ არ ვეძებ ანგელოსს -შიგ მიზის,რომ ვხედავ შენს ღიმილს ზეციურ კურთხევად.
კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია...იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო...ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?უშენოდ რად გვინდა სამყარო საერთოდ?
საგრძნობლად გამოდი გრძნობებით კავშირზე,თორემ გათენებაც პრინციპში ღამეა,ბარემ მოექეცი ღრუბლების თავში მზედ,მიწაზე ხომ მაინც ვნებები ბღავიან...
იქნებ მთვარის ნაცვლად თავადვე აენთო...კრიალა ზეცაზე ვარსკვლავთა ჭორფლია...უშენოდ ვის უნდა სამყარო საერთოდ?ვის რაში სჭირდება უშენო მსოფლიო?!

ხორბალაძე გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი