პოეზია · ლირიკა
ოჩოკოჩი
ოჩოკოჩი ბაკუნობს თხის ჩლიქებით,ოჩოკოჩს უჭირავს სტვირი.იარა,იარა,დალექა ჩირგვები,ახოსთან წაიქცა და ტირის.ოჩოკოჩო,ჰეი,ოჩოკოჩო!ჩაჰბერე,დაუკარ სტვირი!ოჩოკოჩი ხეტიალობს ნაურმალ შარაზე, _კაცი ვარო დასისხლი მიდუღს,მეგრელმა ქალებმა კარები ჩარაზეს_ დიიდუ!ფაცხაში ბავშვებმა უმატეს ტირილს,ფაცხაში ვარსკვლავები ცვივა.ოჩოკოჩო, ჩაჰბერე,დაუკარ სტვირი,ცივა...ოჩოკოჩი წყევლისღამეებს მთვარიანს,სიყვარულით ღარიბს,მარტოობას მდიდრულს.ოჩოკოჩი ტყეში დადის დაოჩოკოჩი მთვრალია,დიდუ!