↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთრის ნაშუადღევი

გელაშვილი ნაირა

2009-08-122 წთ საკითხავი3270 ნახვა

—
აჰკვრია მკვდარი სუროს ქსელი აგურის კედელს,ფეხს იმაგრებენ ბეღურები ზედ და მტრედები,მათი ზამთრულად შეკუმშული მკერდები მერეგათოშილ ჰაერს გააპობენ გაბედითებით.
და აფრიალებს ქარი ბავშვის ფერად ტანსაცმელს,წინ, სიმაღლეში, გიგანტური კორპუსის თოკზე,სარეცხის სამაგრს ჩაუვლია კბილები ციცქნაჯემპრის მხრებისთვის და პერანგის იღლიებისთვის,წყვილად დამჯდარა ერთი ციდა წითელ შორტებზე.
სუროს ჩონჩხს მოსწყდნენ უცებ ზამთრის ჩიტები, ბავშვისტანსაცმელს გუნდად დააფრინდნენ, თოკზე გამწკრივდნენ,„შპილკების" კბილებს მიემატა მათი კლანჭებიღამის პერანგზე თუ პატარა კაბის საკინძზე.
მე - ფანჯრის მიღმა - მოგვი თარსი, პირქუში ქუჩის, -ვცდილობ შევხედო ამ ყველაფერს ნეიტრალურად,მაგრამ სოლივით მიზის თვალში ჩემი აქცენტიდა უკვე მტკივა მხრისთავები მოღალატურად:
„შპილკები" ჩემზე გადმოსკუპდნენ, კბილი ჩამავლეს,მკბენენ ზურგზე და იღლიებში, მკბენენ აგდებით.სივრცე ღიაა - ნუ ოცნებობ რაღაც რაზებზე -დაქსელილია უხილავი ლიანდაგებით:
მიაქვთ და მოაქვთ შეგრძნებები, გადამდებიადედამიწაზე ყველაფერი: ტკივილი, გრიპი,გსურდა ფანჯრიდან შენს თვალს წყალი რომ დაელია,მის წინ კი აღჩნდა გაჩხიბული ცხოვრების გრიფი.
ესეც რომ არა, განა მერე მაინც დადუმდადიდი ბებია, ძველი მკვდარი, ისევ დუდუნებს:"მზის ჩასვლის შემდეგ ტანსაცმელი პატარა ბავშვისარ შეიძლება გარეთ დარჩეს, მეტადრე ქარში,აღარას ვამბობ ყინვასა და ჭექა-ქუხილზე".
უკვე ვღაღადებ: „პატრონებო ბავშვის, აკრიფეთ,დროზე სარეცხი, დღეს გაყინავს, არის აშკარა,არ შეატოვოთ ქარს და ყინვას ციცქნა სამოსი,თორემ ჩაკლავს და გაახევებს მას შემზარავადრაღაცა ავი მინიშნებით ბნელი ტაროსი.
მაგრამ ამ ქალაქს შეიძლება განა ახსოვდესგაფრთხილებანი გარდასულთა ანდა აღგვითქვას,რომ ზამთრის ბოლოს ნაზამთრალი ფოთლების გროვადაიწვება და მოსასვლელი უვნებლად მოვა,დარდი ბოლივით არ აგვივა ჩვენ და ამ მიწას?
თუმცა, ეს ცოცხი მიმაგელვებს თუ რკინის ცხენი,მზის ოჯახში ვარ და მას არ სურს სადმე ჩავიდეს,სწრაფად გავფინე გაღიმებულ პლანეტებს შორისბავშვის სარეცხი, მთელ ქალაქში რომ ჩამოვხსენი,წავიღე, სადაც არ იცნობენ ბედს და ამინდებს.
16-17 დეკემბერი 2003 წ.საავადმყოფო
გელაშვილი ნაირა

გელაშვილი ნაირა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი