პოეზია · ლირიკა
* * * "სახლი - თვითონ არ შენდება"
სახლი - თვითონ არ შენდება, სახლი - თვითონ ინგრევა,კახურად რომ მოუქცევენ, ახლა ზუსტად ინგრე ვარ:ვინგრევი და კედლებივით მიმძიმდება სხეული -ჩემი ჩამონგრეული და ჩემი გადანგრეული.მინანქარი მებზარება, როგორც ნამინანქრევი,და ერთმანეთს ვემსგავსებით მე და ჩემი ნანგრევი.როგორც ნელა ამიშენდა, ისე სწრაფად მენგრევა,აქაც ვარ და იქაც ვარ და ახლა უკვე ეგრე ვარ:ვერა, ვერ წავიმღერე და ვერა, ვერ წავიხემსე -ეჭვების და ეკლების და ეგეთების რიყეზე.