↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა"

ჯავახაძე ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი27133 ნახვა

—
დიდუბე დაიხურა და დაგაგვიანდა, ბებერო,სხვა მეტი რა დაგრჩენია: ცას უნდა გამოეკერო.ვერც ამნისტია გიშველის და ვერც მსაჯული ნაფიცი,კვლავ უფრო დაგიმძიმდება - დამძიმებული ნაბიჯი.უნდა დააცხრო ფორტე და გაათამამო პიანოდა ამ გარეწარს სალამი არ უნდა დაუგვიანოდა იმ გარეწარს არასდროს არ უნდა შეეკამათო,კატა - ვეფხვივით, ასკილი ვარდივით უნდა განათლო.უნდა შეუნდო, რომელსაც წარსული დაუხურდავდა,მუდამ უნდა და უნდა და, რაღა თქმა უნდა, უნდა დაუნდა იფიქრო ერთი და მეორე ილაპარაკო,მესამე უნდა აქო და მეოთხე უნდა არ აქოდა, რაკი ვერ შეურიგდა სული მეცხრეს და მეათეს,მიდის და გარეთ დარჩენილ სხეულს ჯართივით მიათრევს,მოითხოვს ამნისტიას და დაეძებს ციხის გასაღებს -ქუთაისელი, რომელიც თბილისში გადაასახლეს.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი