↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

* * * "ტელეფონების წიგნაკში"

ჯავახაძე ვახტანგ

2026-07-181 წთ საკითხავი27135 ნახვა

—
ტელეფონების წიგნაკში მიჭირს გვარების გადაშლა,ვით მავანთან და მავანთან - გულის გახსნა და გადაშლა,რომლებსაც სიცოცხლეშივე სიამოვნებით გადავშლი,რომ ისევ არ შემიტყუონ მოშაირეთა ღადავში.მე უნდა გადავამოწმო ანბანთა იერარხია,რომელიც მეხსირების სასაფლაოზე მარხია.რაც უნდა გაწონასწორდეს წლების და წლების ბალანსი,არ იწურება ლიმიტი - დარდის და დარდუბალასი.რაც უნდა მოვილხინო და რაც უნდა წავიგურმანო,ხელი არ მემორჩილება, არც - გული, ჩემო მურმანო:აბასთუმნის ტყეები,ხუდადოვის ხედები -ანტისამოთხეებიანუ ჯოჯოხეთები:დანომრილი ხეებისდა დათვლილი დღეებისტყეში მივეხეტები.
ჯავახაძე ვახტანგ

ჯავახაძე ვახტანგ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი