↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აზროვნების მეტასტაზები

ბუნდოვანი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი4417 ნახვა

—
დავეძებ გუმანს მოძალადე, მტარვალი მზერით,მძვინვარე პათოსს შემოვახევ ვნების მანტიას...თვალთა ღრმულები იჟღინთება რუხი ქსოვილით;მათ მაგივრობას გამიწევენ მკვდარი ნისლები._ ვუხმობ მარათონს, ინდივიდი რბევისგან ცვდება.ხერხემლის არხში შეცურდება ფიქრის მუხრუჭი.დაკოჟრილ ენას, თავმოწყვეტით, უკან ჩავყლაპავამიდუღდება ბოღმის სფერო ყელის საყვირშიდა ამოვანთხევ გაგიჟებით საზარელ ხრიალს!.._ გარემო ჰყივის, სივრცეებით მძიმდება ზეცა,არ წვეთავს ჩირქი, არც ნაღველი, გვამთა რკალიდან;სულის საცხედრეს ემსგავსება განცდების მორგი...უკიდეგანოდ თვალთწარმტაცი იშვა სიცივე.ლანძღვის ფორმულით შეურაცხვყოფ _ აბსურდებს ტვინთა,შევახლი მიწას აზვირთებულ გრძნობის ფენომენს _გაუაზრებლად, მე დავხეთქავ ტკივილის მითებს,ვით შორ ლეგენდებს, მიძინებულთ მრუმე ხსოვნაში._ გავაპობ გუმანს შეუპოვარს, სასტიკი მზერით,მჭექარე პათოსს შემოვამსხვრევ ნიღბებს სარკისას!!!
ბუნდოვანი გიორგი

ბუნდოვანი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი