პოეზია · ლირიკა
Dialogus cum diabolo(დიალოგი ეშმაკთან!)
ლურჯად დაძარღვული, დასიცხული თვალების შესივებით,სისხლით გავსებული ხახიდან, ნთხევითგადარეული, სადისტური ღრიალით შემეჩეხა -ანარეკლი ჩემი, ნაშობი წვიმოვანი ლანდებიდან!ანარეკლი იმიტირებას ახდენს ჩემი არსის განუმეორებლობის.ორეული სხვაა, ანარეკლი სხვა...მყიფდება გამოსახულების პროფილაციით შემოტრიალებული ანფასი _ანფასი მედუზის, თვით გორგონა, გველთა ჯარებით.კარგავენ თვალნი სივრცეების დროებით აღქმას,გრაფიკულ პორტრეტს ენაცვლება აუხსნელი, მკაცრი ნიღაბი.სულთახუთვაში ამძაფრდება ნაღველის ტბორი.კრუნჩხვა აიკლებს ანარეკლის წყლიან მიმიკას,მძიმე ჰაერში სიგარეტის ფერფლიდან ხრჩოლავს _პირბასრი მზერა!და გადაგლეჯილ აორტიდან მოწყდება თქეში!დაიხუნძლება მრავალ ლანძღვით ვიღაცის ხვედრი,როგორც ხანდაზმულ განგებაში, ჩონჩხის ჩალეწვა!_ წამებულ ოხვრით აორთქლდება ის ანარეკლი _სისხლიან სარკეს, მყრალ ბაგიდან გადააფურთხებს!