↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სონეტი 25 (მთარგმნელი:ალექსანდრე ელერდაშვილი)

შექსპირი უილიამ

2026-07-181 წთ საკითხავი21572 ნახვა

—
დაე, ზოგისთვის ვარსკვლავეთი იყოს მოწყალე,ზოგის პატივით რეკდნენ, დაე, ქვეყნად ზარები!...მე ბედისწერას ღიმილიც კი ვერ გამოვძალედა სიყვარულის იმედადღა დავიარები.
ბედის ნებიერს ყველა უქებს ზნეს და თვისებას,მისთვის ნათდება მზისქვეშეთის თვალსაწიერი,მაგრამ განგება არ დაგიდევს არვის ღირსებასდა ამაღლებულს დაბლა დასცემს... მიწყივ ცბიერი!
თუნდ ის სარდალი, ვაჟკაცობით ყველგან ქებული,ვისაც არვინ ჰყავს ქარცეცხლიან ომში ბადალი,განა სულ მალე არ იქნება დავიწყებული,ოდეს მის სახელს მოშორდება სიტყვა “სარდალი”?!ჩემს ცხოვრებას კი ვერას ავნებს დროის ძგერება –მიყვარს!... ვუყვარვარ!... და ეს არის ბედნიერება!
შექსპირი უილიამ

შექსპირი უილიამ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი