↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ხვალ ან ზეგ

აბუსელიძე როინ

2026-07-181 წთ საკითხავი21884 ნახვა

—
ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ,სიკვდილს კბილებიდან სიცოცხლე გამოვცარით,სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა.
ხვალ ან ზეგ გავიაროთ ქუჩებში საღამოთი,ან ზღვასთან შევიყოვნოთ განცდები მომეტებით,ვიქნებით სულ მარტონი და იცი რა გამოდის?ზამთარში ზღვასთან მხოლოდ მიდიან პოეტები.
ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ, ხვალ ან ზეგ სულერთიარაიმე შეიცვალოს მარტივი გართულებით,სურათზე ჩვენს მამებს სახეებს უნათებენ,ნაძვის ხის სასაცილოდ მბჟუტავი ნათურები.
ქარი კი კისრის ტეხით ჩამოდის ხეებიდან,წვება და დამტვერილი ფეხებთან ილოკება,ნაფაზი, შუაღამე დამპალი ნერვები დაფანჯრები იქცევიან სულ მალე იოგებად -
წვიმების, სიკვდილს კი სიცოცხლე გამოვცარით,სიცოცხლე რომელიც ლექსებში გაიჟონა,ხვალ ან ზეგ ბათუმში თოვაა საოცარი,ხვალ ან ზეგ ამ თოვლით მამები ავიშენოთ.
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი