პოეზია · ლირიკა
ცის პოეზია
აქ მე ვიწყები, ვრწმუნდები რომ ვიწყები აქ მე,ვსაუბრობ თავთან მოკრძალებით, ღმერთთან ვსაუბრობ,საკმევლის სუნიც ყოველ ახალ შეგრძნებას აკმევსდა ვხვდები საქმეც სასარგებლო არის რა უფრო,
ანუ წარსულის კალაპოტის მივარღვევ ჯებირს,ანუ მომავლის კალაპოტის ჯებირს ვიღობავ,ვინახავ ტვინში მიყოლებით სტრიქონებს ზეპირდა სულში დგება ცოდვის გუბე და წყალდიდობას -
მომაგონებენ შიგადაშიგ აზრები მრუდე,მიფრინავს სადღაც ჩემი ხანა, როგორც კარეტადა საკუთარ თავს უფრო მეტად შიგნიდან ვუტევდა საკუთარი თავი მიდგას მცველად გარედან.
აქ მე ვიწყები, აქ მე ვიბრძვი, ვმარცხდები აქ მე,ჟრჟოლავს ტაძარი და სულია როგორც კანაო,მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმედა როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს.
მე მაგონდება მამაჩემი ტაძარში მუდამ,არადა ხშირად მიტირია როგორ მოვლიე,ერთი უფალი რომ გვყოლოდა მამას ეს სურდადა მეც ამ სურვილს სამარეში ჩავიყოლიებ,
რადგან სრულდება რაღაცები საერთოდ აღარ,საკუთარ თავთან არასოდეს თუ არ იცინიდა საერთოდაც ეს ცხოვრება მარტივი ზმნაა,ხოლო პოეტი უმეტესად არის ზმნისწინი.
ფიქრთა ასეთი შეჯამება მჩვევია აქ მე,დედაჩემი კი დედაჩემი ყველაზე მარტო,მომელოდება, მე კი როგორც დაღლილი საქმეისე არ ვაქცევ ყურადღებას, ვსრულდები და რტო -
ზეთისხილების, ჩემს მეუღლეს უხდება თმაში,მოუხდებოდა უფრო სწორედ, ვიცი ეს კარგად,და მისი ცრემლი ერთიანად ტკბილი და მლაშე,მუდამ ჩემს მხრებზე მოგროვდება უღელის ხარკად,
ხარკად რომელიც მისი ხარკი უფროა ვგონებ,მე მეშინია ამ ფიქრებით საკუთარ თავისასაკში ასეთ, რადგან ვხვდები მეცლება ღონედა ჩემი ლექსი უფრო მეტად შიგნიდან ბღავის.
და ვარ ტაძარში, აქ მე ვიბრძვი, ვიწყები აქ მე,სანთელი ჟრჟოლავს და სულია როგორც კანაო,მერე შემოდის ჩემში ღმერთი, რომელიც დავგმედა როგორც სუნთქვა მომაკვდავის, ისე ქანაობს....