↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენი უბნის მელოდიები

აბუსელიძე როინ

2006-01-131 წთ საკითხავი16409 ნახვა

—
რა ქალი იყო და კი არარა გოგო იყო და ამბები...პირველად რომ ჩამოიარა,მეორედ რომ ჩამოიარა,მესამედ -მივხვდით რომ გავებითმახეში,ზაფხული, კაბები.რა გოგო იყო და კი არა -ქუჩას მოძრაობას უცვლიდა!მახსოვს რომ გვიყვარდა ზიარად,ლექსებსაც ზიარად ვუძღვნიდით,ვუძღვნიდით, სიმღერებს, ბაიათს,ყვავილთა ეპოქაც მოვკრიფეთ,სიტყვა მაგ გოგოზე - "კაია"თვით სიტყვას ჩუქნიდა კომპლიმენტს.რა ქალი იყო და გოგონა,ჟრჟოლებით - თმებიდან - ნეკამდე,გვინდოდა!... - და საკენს როგორაცსიზმრებში მის კერტებს ვკენკავდითდა ზამთრის ქუჩებში გათოშილთ,მიკვირს თუ როგორ არ მოგვწყინდა,ის გოგო ჩვენს სადარბაზოშისულ სხვებს დასულ სხვებსრომ კოცნიდა.რა გოგო იყო და რა ქალი,როგორ გვაოცებდა - მაოცებს,ჩვენ ჩვენი ბავშვობა დავკალით,კ-ოცნე-ბე-ბის სასაკლაოზე...წლები თუ გასულა ათობით, -იმედი იმედად გამოგვყვა,როდესაც ვუცქერდით გათხოვილს,ვიტრინის გაღმა და გამოღმა.ბოლოს კი ჭორებად აგორდალექსები, სიმღერა, პიარი -ნეტავ ჩვენს ქუჩაზე ამ გოგოსსაერთოდ არ ჩამოერა.პირველად მან ჩამოიარადა მაშინ მივხვდით რომ გავებითრა ქალი იყო და კი არარა გოგო იყო და... ამბები!...
აბუსელიძე როინ

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი