↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჩვენთან, დიდაჭარაში

აბუსელიძე როინ

2026-07-182 წთ საკითხავი21884 ნახვა

—
ნენე ისე ფაშფაშებს ოდა ორთქლში გახვია,თეთრი ადგას ალიონს და იღვიძებს მამალი,დილას რაღაც სხვაგვარი გათენება ატყვია,მჭადზე ჯვარი წითლდება ძირძველი და ალალი.
მოტეხილი დიდნენეც წელში ისე გასწორდა,იფიქრებდა ინსანი რომ ცა ქუდად ეხურა,პაპა როცა ტაბლაზე ციცრის კვერცხებს აწყობდა,მაშინ ბაბას მეჩეთში წასვლა ეუხერხულა...
თენდებოდა საოცრად - გაღმა ყანა ყვაოდა,ნალიაზე ეკიდა ფიჩხი-ფუტის ხელჩანთა,ხოლო ღელე გამოღმა მდინარესთან დაობდადა კლდეების კატარში ვარდისფერი მზე ჩანდა.
პაპამ ოდის სასარკმლეს ფარდა ჩამოაფარა,მერე კარი ჩაკლიტა და ბუხართან მივიდა,ნენემ კვერცხი წითელი ტალიკებზე გაშალა,ჯვარი გამოისახა, დაჯდა და აქვითინდა.
აუხსნელი რჩებოდა ირგვლივ ჩემთვის ყოველი,ახლაც თვალწინ მიდგება ნენე როგორ ტიროდა,ასე ჩვენი ოდიდან თენდებოდა სოფელიდა ყოველ წელს აღდგომა ასე შემოდიოდა.

აბუსელიძე როინ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი