პოეზია · ლირიკა
კაფია
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(ვუძღვნი შიო მღვიმელს)
მცირე რამ შემონაწირიმიიღე თავის ძმისგანა, -მეც შენებრ გული მიტირის,დაჩაგრული ვარ მტრისგანა.ასწავლე ბავშვებს ბავშვურადჰანგები გულზე მწდომია,ტრფიალი ბუნებისადმი,მამა-პაპური ომია.ბავშვთ გულის მესაიდუმლევ,ჰშრომობ მღვიმეში ჩუმადა,ბავშვების ჭირი და ლხენაგულს მიგაჩნია წყლულადა.მე როდი მომეწონებასიტყვა ნათქვამი უმადა,ამიტომ გკოცნი პირშია,გადმოგეხვევი ძმურადა!
1909 წ.