პოეზია · ლირიკა
კაი ყმა
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
კარგ ყმად ვინა ვსთქვათ, ვაჟებო,ნათქვამი არა გვცხვენოდეს,მსმენლის გულს აბორგოვებდეს,არავის არა სწყენოდეს?ვინა, ვინ არი კაი ყმა,ვის ტანზე ხმალი ჰშვენოდეს?
მიდით, იქ მიდით, სადაცახალხი ხალხზედა ჰღელავდეს,მტერი ჩვენ გვცემდეს, ჩვენ _ მტერსა,ხმლები, ხანჯრები ელავდეს.სისხლის ტბა მუხლებს სწვდებოდეს,ცოცხლები მკვდრებსა სთელავდეს;ფარების დადგეს ჯღრდეები,თვალები თვალებს სწველავდეს;მოციქულობდნენ ტყვიანი,შუბები შუბებს სწვერავდეს.ჭიაფრად მუზარადებსასისხლის წვიმაი ჰფერავდეს;დაგელაობდეს სიკვდილი,სუდარაებსა ჰკერავდეს.
ვინც მიეგებოს მტერს წინა,წინ-წინ ვინც რისხვას ეტყოდეს,სახე სისხლგადამდინარიტკივილს არ გამოიტყოდეს,თავზარსა სცემდეს სიკვდილსა,ზედ ქორებულად ფრინავდეს,სიცხეში სიოდ დაჰბეროს,დაათბოს, როცა ჰყინავდეს.პირველად ომის დამწყებიბრძოლის ველს ბოლოს სწირავდეს;სხვანი იყოფდენ ნადავლსა,ის ისევ მტრის წინ გრგვინავდეს;მიძღვნილსა საუფროსოსაამხანაგებსვე სწირავდეს.დარაჯად ედგას ლაშქარსა,როს ის ღრმა ძილით ხვრინავდეს.სწორს ფიქრს აძლევდეს თემ-სოფელს,ცდუნება არა სძირავდეს.
მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს.იქ იდგას ხმალამოწვდილი,საც ძალა აღმართს ჰკვალავდეს,დაბეჩავებულს სიმართლესუსამართლობა სძალავდეს.სხვისა იუბნოს სახელი,თავის გარჯასა ჰმალავდეს.მზედ იდგეს ხევსურეთისა,უხვად შუქს ჩამოჰლალავდეს.სჯობ, მოკვდეს მშიერ-ტიტველი,კვდებოდეს, არა გმინავდეს;თავის სამარხად, სუდრადა,მარტო სახელსა სწირავდეს.
ვადღეგრძელებდეთ ცოცხალსა,მკვდრისა ვსვათ შესანდობარი.წყლული სცნას დედის კოცნადა,თავის ლოგინად _ სამარი,საკაცე _ თავის ლურჯადა,ქვა-ლოდი _ ნაბდად საფარი,ქალისა, რძლისა ქვითინიეგონოს სიცილ-ხარხარი,დენა ცრემლისა _ ხორხოშა,ღრუბელთა გადმონაყარი.
სულეთს შავიდეს ხმლიანილაღი ლაღისა ცხენითა,წინ მიუძღოდეს არწივიხმით მოყაშყაშე, ფრენითა.ქება უყივლონ გმირებმა,გადასრულებმა ჩვენითა.ერეკლემ ხელი მაჰხვიოს,დაისვას თავის გვერდითა,გამაეგებოს თამარიმცინარი, თავის ფეხითა.გახარებული უფალიკარგს ყმას ჯვარს სწერდეს ზენითა.ანგელოზები ხარობდენ,ალ-ქაჯნი იყვნენ წყენითა.
აი, ვინაა კაი ყმა,მოსაგონარი ქებითა!არა თქვენ, სადიაცენო,რო ძროხებივით სძღებითა;ღამე მაძღრები დასწვებით,დილით მშივრები სდგებითა;თავის ჯამს ჩასცქერთ, საქვეყნოდარც როს არ გამასდგებითა.თავისად სცოცხლობთ, მცონარედ,ლეში ალაღოთ, ჰკვებდითა;გაიგებთ კარგის გარჯასა,გწყინსთ და შურითა ხდებითა;უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს,უქმად საფლავში სწვებითა.დაჰკარგავთ სააქაოსა,ვერც საიქიოს სწვდებითა.არ იცით, დასჩნდით რისადა,
ან რისათვისა ჰკვდებითა!