↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ისევ შენ, ისევ, ქალაო

ვაჟა-ფშაველა 1861–1915

2026-07-181 წთ საკითხავი21099 ნახვა

—
ისევ შენ, ისევ, ქალაო,მომხედე, გამიცინია.შენ მაინც ნუ მიღალატებ,მოვკვდები - დამიტირია.მაღლისა მთისა წვერზედასაფლავი გამითხაროდი,ჩემის სამშობლოს ქვიშანიხშირ-ხშირად მომაყაროდი.ქვეყნისგან დავიწყებულსაშენც დამივიწყებ მალეო,მალე იშოვი საქმროსა,უკან გაჰყვები ხვალვეო.ემ კლდეებს მაინც შესტირედანაბარები ჩემია:იდგნენ გულ-სალნი ამაყად,არ შამაუშვან მტერია!ნუ დაიწყებენ ჩამოშლას...არწივთ მოზარდონ წიწილნი,დაჰბრუნონ ჩემსა სამარეს,მალ-მალ მაიღონ ბიბინი;მთებმა ახარონ ყვავილნი,კისრით ატარონ ნისლები,მკვდარს გულზედ ნამი მანამონ, -ისევ ცოცხალი ვიქნები.
ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი