პოეზია · ლირიკა
იმერეთს
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ერთხანად ჩემო მძრახაო,ლიხს-აქათურო დედაო!გხედავ, რომ შამრიგებიხარ,მით შენთან სალამს ვბედაო.
შაერთებულად შენშიაქართლსა და კახეთს ვხედაო.ფარ-ხმალო საქართველოსავ,სხვაცა გბაძავდეს, ნეტაო!
ის მომწონს, თავის ქვეყნისაკარებს რო მაგრა ჰკეტაო.ვნება ნუ ასცდეს, სავნებლადვინაც შენ გაგიმეტაო!
1913 წ.