პოეზია · ლირიკა
იმედი საზიკაული
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
ჯავრი ჰკლავს საზიკაულსა,შადედებული შხამითა,ცრემლი არ მოსდის თვალებზე,გვაეჭვიანებს ამითა...რკინის გული აქვს ვაჟკაცსა,ცრემლს გულსვე ასმევს ჯამითა,საქვეყნოდ დარდსა არ გაჰფენს,ამონადუღარს გვამითა!ვაჟს სიბრალული არ უნდა,არც ვის გენუკავსთ ამისად...დრო-და დრო ამოიხვნეშებსმანუგეშებლად თავისად.შაიბურება ნაღვლითა,როგორც მყინვარი ნისლითა,ამშვენებს თავსა, ვით მოყმე,მტერზე ხმალ-და-ხმალ მისვლითა.სოფლისა, თემის ავ-კარგიკვლავც უტარებავ კისრითა;ბევრს არი გადმონაყარი,ეხლაც გულმაგრობს იმითა.- მტერს ხომ არ დაუმარცხებავ,სირცხვილი შაუჭმევია?იქნება გმირი უებროურჯულოს დაუძლევია?ტყვედ მის ცოლ-შვილი წაუსხამ,სახლ-კარი დაუქცევია?საზიკაურის ქავ-ციხეცდაუშლავ, დაურღვევია?- ძმობამ, ჯერ წარბი იმისთვისარავის შაურხევია!- მაშ რა ახვნეშებს ვაჟკაცსა?რად ზის კარ-დაკეტილშია?ხმას აღარ იღებს, ერთთავადყალიონი სჩრავ პირშია?აღარც საგლოვოდ სამ მიდის,აღარც გვინახავ ლხინშია?!.სულ მუდამ როგორ ვავლიოთლაშქრობა-გასაჭირშია?!იქნება სიზმარი ნახა,ლიშან დაუდგა ცუდია -ეზმანა, ბედი ფშავისასამარის კარსა ჰყუდია?იქნება შვილი მოუკვდა,ნასახელარი გუტია?- შვილიც მთელი ჰყავს, დედაცა,ციხეც ყელმაღლობს ისევა,აგებულს მწვანის ლოდებით,ვერ ჰზარავს მტრების მისევა.- რად ჰმალავს ვაჟკაცის დარდსა,გვითხარ, რად სტირის, რაზედა?ვაჟკაცის დარდის შატყობასხვასაც მაიყვანს ჭკვაზედა!..- შვილს ვინ ახსენებს, ან ცოლსა?მეტი დარდი აქვს მაზედა:ცხენი მაუკვდა ლურჯაი,აღარა ჯდება სხვაზედა.ხატში მით აღარ მოვიდა,აღარ ჩამოჯდა ჯარზედა.რით-ღა წავალის ლაშქარსა,ლეკებს რით გაჰყვეს კვალზედა?ვინ-ღა შააშრობს ტყვეებსაცრემლს, ჩამომდინარს თვალზედა?დაჩაგრულების საშველადხელს ვინ დაიდებს ხმალზედა?!ცხენს გაუთხარა სამარე,დამარხა თავის ხელითა,დაულბო ლურჯას ლოგინიმომსქდარის ცხარის ცრემლითა.არ გაჰხდის სვავთა საჭმელად,ყორნების საწიწკარადანიავ-ქარივით მოარულსროგორც მთას, ეგრევ ბარადა,ხშირ-ხშირად მხედრის მიმტანსაავის დაღისტნის კარადა.ცხენს გლოვობს საზიკაული,იმიტომ არის ავადა!
1890 წ.