პოეზია · ლირიკა
„ხატმა გვიბრძანა“
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(ქუჯეგას ნაამბობი)
ფშავში მოიდა ამბავი:რუსისა მოდის ჯარია.რუსთა ხელმწიფეს ერეკლემგადასცა თავის ხმალია, -აღარ სცნა მეფობის ღირსადბაგრატიონთა გვარია.რამდენიც ფშავით ჩავიდა,ყველას შესჩივის ცრემლადა:- „ჩემი ხალხი და ქვეყანამყვანდა მეორე ღმერთადა,მაგრამა თავი ქართველებსვერ მოვუყარე ერთადა.არც ერთხელ მშვიდის ძალითავერ დავიძინე ღამითა.ორი ერთს პირზე დამდგარიჩვენში ვერ ვნახე თვალითა.მარტო მე რას გავხდებოდი -ერეკლე - თავის ხმალითა!..“
ეს ხმა ყაენთან მისულა,გამწარებულა თათარი,სახონთქროს თურმე ხონთქარმადააწყებინა დგანდგარი.შაყრა ჩვენს დასრბეველადდიდი და მცირე, რაც არი,და დაღისტანიც ყალხს შედგა,როგორც სარჩოლად აფთარი...ჩვენც არ გვიამა, რო გითხრა,განაძრახები მეფისა, -ყველას თავზარი დაგვეცაახალი რბევა-ყვლეფისა.მალევ კაცები გავგზავნეთფშავ-ხევსურეთის მხარესა.ვამზადებთ ტყვია წამალსა,ფიქრსა ვფიქრობდით მწარესა.მძიმე ლაშქარი მოიდა,ლაშარის გორი აივსო,ჩვენს გულს ნანებით საკირე,ვხედავთ, რომ დაქრა, დაივსო.ასტყდა ქადაგი, ჩვეულებრ,ხატსა ჰკითხავდა რჩევასა,მაგრამ უყურებ განგებას,უყურე უფლის ნებასა!..ჩვენ ჩვენი ლაშარის ჯვარი, -(რას ვიფიქრებდით ამასა) –საომრად გამზადებულთაპირს გაგვავლევდა ჩალასა.გვეტყოდა: „ჩემო გშავლებო,მე გამიგონეთ მამასა,ტყუილად თავზე გადიცვამთტანჯვასა და ხათაბალასა.დრომდის ყვავილი აქვს გასულიჩემს ხმალს და იმის ძალასა.გირჩევთ შინი-შინ წახვიდეთ,გაჰყვეთ არაგვის ჭალასა.რუსის დავლათი ორს ადლზედაბლა გაარღვევს მიწასა.თითონ უფალი ჰლალაობს,სხვას არ თხოულობს ძიძასა“.ეს იყო... წელები დაგვწყდაშვილ-შვილიშვილებს, ბიძასა.ხმალი ჩავაგეთ ქარქასში,თოფი შავკიდეთ კაჩხასა,დღემდის გულს ვასმევთ ბალღამსადა აღარც ვამბობთ არასა.
1901