↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

პასუხი შეკითხვაზე: როგორ ხარ?

ალხაზიშვილი გივი

2009-08-121 წთ საკითხავი10687 ნახვა

—
ვარ ჯერჯერობით, ამის მეტი, აბა, რა გითხრა?!კითხვის ნიშანი იკლაკნება, თანაც იმხელა...მოვეშვი კითხვას, აღარაფრის მინდა წაკითხვადა წერა-კითხვას მირჩევნია ჩუმი სიმღერა.წავიღიღინებ, რადგან სიტყვას ვერ მივაგენი,მუსიკა შეძლებს ამოუთქმელ განცდის ამოთქმასდა აჰყოლიან უცნობ მოტივს ჩემი ბაგენი,რომ გააგრძელოს მელოდიან სარკის დაორთქლვა.მზეს აუვსია თეთრი ღრუბლის ნავი ქარვებით,უფოთლო ხენი უქცევია ასაკს ძელებად,ალბათ, თანდათან, მეც აქედან ავიკარვები,დასაბამიერ მდუმარების გასაგრძელებლად.
ალხაზიშვილი გივი

ალხაზიშვილი გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი