პოეზია · ლირიკა
ღმერთო, არ მაჰკლა კაი ყმა
ტარიელ მჭედლურის ხსოვნას
მზე ხო მზე არი, ელვარე,რიჟრაჟის მოსვლას მოჰყვება,შუქმფენი, სახემცინარიცარგვალზე მიდგებ-მოდგება.მაგრამ ხანდახან ისიცაბინდისფრად შაიმოსება,ნისლებს წაიფენს მკერდზედა,როცა კაი ყმა მოკვდება.სოფელი ბრიყვებს დარჩება,სიავით დაგვაღონებენ,მტერთაც ის უნდა, კაი ყმისსიკვდილს თ გაიგონებენ.დამრცალთა უპატრონოდამოვლენ და დაგვიმონებენ.ღმერთო, არ მაჰკლა კაი ყმა,სიცოცხლემაუწყინარი,ვეღარას არგებს მამულსასიკვდილის ძალით მძინარი.ნუმც ვნახო დედა კარგისათვალზე ცრემლცამამდინარი,დრეებს ჩამოლევს ტანჯვითაშვილის საფლავზე მტირალი.