პოეზია · ლირიკა
ღარიბი დავრჩი ღარიბად
მუხთალმა წუთისოფელმაისე გამტეხა წელშია,ღარიბი დამრცა ღარიბად,ვერ გავისუქე ლეშია.გაუჯავრდები ჩემ თავსა:რადა ხარ ბეჩავ დრეშია?კაცს გული უნდა ისეთი,ვით ქვა ნადები მკერდშია.ავდგე, ვიარო იმ გზიტა,რა გზითაც სხვანი დადიან,მეც ის ვაკეთო ფულისთვის,რასაც მავანნია სჩადიან.დის სიყვარული, ძმის ძმობა,ვყიდო, ვაქციო ფულადა,მეგობარ-ნათესავებსამოვექცე მლიქვნელურადა.სიკეტე, სირცხვილ-ნამუსიაღარ ჩავეგდო ჩალადა,ურცხვად ვიფიცო ხატ-ღმერთი,სიცრუის დასაარადა.ღამ-ღამ ვიარო მგელივითმოძმეთა საძარცვავადა,ფულზე გავყიდო კაცობა,ეშმაკს გავუხდე მგზავრადა.ვიშენო სასახლეები,მოვავლო ოქროს არშია,გუშინდელ ძმა-მეგობართაუსალმოდ გავცდე გზაშია.გონთ მოვალ, ჩემ თავს დავკივლებ:მტრად ნუ იქცევი თავისა,იმ გზით იარე მუდამა,სადაც სიკეთე ჰყვავისა.სავსენი ავის ზრახვითასოფელს სხვაც ბევრი ჰყავისა,არსთა გამრიგეს ყველასთვითავისა მიუზღვავისა.ბოროტთა დამთრგუნველია,მოწყალე არი კარგისა,არ მინდა ლუკმა არამი,ეშმაკსაც წაუღავისა.უნდა ვიკმარო საგძლადა,რაც უფალს მაუცავისა.